იუვენტუსის ფეხბურთელს, დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა. იტალიური კლუბის ინფორმაციით, ტესტის შედეგი დადებითია, თუმცა 25 წლის მცველს ამ ეტაპზე სიმპტომები არ აქვს.

კლუბის განცხადებით, კანონის შესაბამის ყველა ზომას ატარებენ და იზოლაციის პროცედურები დაიწყო. გარდა ამისა, მიმდინარეობს იმ კონტაქტების დადგენა, ვისთანაც ფეხბურთელს კავშირი ჰქონდა.

კორონავირუსის გამო იტალია "წითელ ზონად" გამოცხადდა. COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვებია დაწესებული: აკრძალულია ყველა ტიპის საზოგადოებრივი თავშეყრა, დახურულია სხვადასხვა დაწესებულება, შეჩერებულია ყველა სპორტული ღონისძიება, აკრძალულია "ღამის გართობა" და სავალდებულოა ქუჩაში ერთმანეთისგან დისტანციის დაცვა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 12 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაიცვალა — 800-ზე მეტი, გამოჯანმრთელდა — თითქმის 3 000. იტალია კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებს მიეკუთვნება ჩინეთთან, ირანთან და სამხრეთ კორეასთან ერთად.

დღეს, 11 მარტს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში შევა ახალი წესები და რეკომენდაციები, რომელთა შესახებაც ხვალ გახდება ცნობილი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: