ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ეშაქ შაჰანგირს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათი ცნობით, ვიცე-პრეზიდენტი კარანტინში იმყოფება.

ეშაქ შაჰანგირი ირანის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა. ვიცე-პრეზიდენტის გარდა, კორონავირუსით დაუდგინდა ირანის: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვიცე-პრეზიდენტს ქალებისა და საოჯახო საკითხებში და ირანის პარლამენტის 23 დეპუტატს. ვირუსით გარდაცლილთა შორის კი არის ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, რომელმაც გავრცელება 3 თვის წინ დაიწყო, 11 მარტს საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: