ბავშვობაში ჩვენი მშობლები ბევრს გველაპარაკებოდნენ უცნობებზე, რომლებიც ქუჩაში შეიძლება მოსულიყვნენ ჩვენთან და კანფეტი შემოეთავაზებინათ, მაგრამ რამდენი თქვენგანისთვის უთქვამს დედას ან მამას, რომ შეიძლება თქვენს მეზობელს უბრალოდ თქვენი ჩახუტება კი არ უნდოდეს, არამედ სხვა განზრახვა ამოძრავებდეს?

უთქვამს თქვენთვის ვინმეს, რომ აუცილებელი არაა, აიტანოთ შემაწუხებელი კოცნები და კალთაში ჩასმები?

პატარებზე სექსუალურად, ყველაზე ხშირად, ახლობლები, ნათესავები, ოჯახის მეგობრები და სხვა ისეთი პირები ძალადობენ, რომლებიც კარგად ნაცნობები არიან ბავშვისთვის.

დამიცავი პატარა ვარ - ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა, რომელიც პედოფილიისა და ძალადობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

ეს ვიდეო, სადაც დედა გულწრფელად უხსნის ბავშვს, სად მთავრდება უფროსების "საზღვრები", უამრავ მშობელს გაუადვილებს ამ საფრთხილო თემაზე საუბარს.