აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება 14 მარტს, საღამოს რვა საათიდან ენგურის ხიდზე ე.წ. გამშვებ პუნქტს კეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელისუფლებლო გამოცემა ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანგბას განკარგულებაში ნათქვამია, რომ საზღვრის ჩაკეტვა საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდას უკავშირდება. აფხაზეთში შესვლა და აფხაზეთიდან გასვლა ეკრძალება ყველას, ენგურჰესის თანამშრომლების გარდა.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: