ადამიანებს სხეულის ზომების მიხედვით განსჯით — ნახეთ ბილი აილიშის ემოციური სიტყვა
18 წლის პოპვარსკვლავის, ბილი აილიშის შემოქმედებასთან ერთად ხშირად მის ჩაცმულობასაც აფასებენ, როგორც "უცნაურს" და "არასტანდარტულს". მომღერალმა ჯერ კიდევ გასულ წელს ისაუბრა, რომ ჩაცმის სტილით ცდილობს თავისი სხეულის ზედმეტი სექსუალიზება აირიდოს თავიდან.
სულ ცოტა ხნის წინ ბილი აილიშს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კონცერტი ჰქონდა მაიამიში, რა დროსაც სცენაზე სპეციალური ვიდეო გაუშვა შთამაგონებელი სიტყვების თანხლებით.
"თუ ის მაცვია, რაც კომფორტულია, ქალი არ ვარ, ხოლო თუ გავიხდი, მაშინ ბოზი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სხეული არასდროს გინახავთ, მაინც განმსჯით. რატომ?" — ამბობს მომღერალი ვიდეოში.
ვიდეო კონცერტის ბოლოს, 22 სიმღერის შესრულების მერე გავიდა დიდ ეკრანზე. ორწუთიანი ვიდეოს განმავლობაში ბილი აილიში ნელ-ნელა იხდის ტანსაცმელს, ბოლოს კი მხოლოდ ბიუსტჰალტერი აცვია და ნელ-ნელა მუქ სითხეში იძირება.
გთავაზობთ მომღერლის სიტყვას სრულად:
"ნამდვილად იცით, ვინ ვარ?
თქვენი შეხედულებები გაქვთ ჩემს შეხედულებებზე, ჩემს მუსიკაზე, ჩემს ტანსაცმელზე, ჩემს სხეულზე.
ზოგს ეზიზღება ჩემი ჩაცმულობა, ზოგი კი — აქებს. ზოგიერთი ამას სხვების დასამცირებლად იყენებს, ზოგი კი ჩემს დასამცირებლად.
მაგრამ ვგრძნობ, რომ მაკვირდებით... და ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, მხედველობიდან არ გრჩებათ.
მართალია, ვგრძნობ თქვენს მოშტერებას და არაკეთილგანწყობას, მაგრამ ამ ყველაფრისთვის დიდი მნიშვნელობა რომ მიმენიჭებინა, მოძრაობის უნარსაც კი დავკარგავდი.
ისურვებდით, რომ უფრო პატარა ვიყო? უფრო სუსტი? უფრო ნაზი? უფრო მაღალი?
ისურვებდით, რომ ჩუმად ვიყო?
გაღიზიანებთ ჩემი მხრები? ჩემი მკერდი? მე ის ვარ, რაც ჩემი მუცელია ან ჩემი ბარძაყი?
სხეული, რომლითაც დავიბადე, ის არაა, რაც თქვენ გინდოდათ?
თუ ის მაცვია, რაც კომფორტულია, ქალი არ ვარ, ხოლო თუ გავიხდი, მაშინ მეძავი ვარ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სხეული არასდროს გინახავთ, მაინც განმსჯით. რატომ?
ადამიანებს მათი სხეულის ზომების მიხედვით განსჯით. ჩვენ ვწყვეტთ, თუ ვინ არიან ისინი. ჩვენ ვწყვეტთ, თუ რისი ღირსები არიან.
ბევრი მაცვია თუ ნაკლები, ვინ წყვეტს, თუ რას წარმოვადგენ მე? რა მნიშვნელობა აქვს ამას?
ჩემს ღირებულებას მხოლოდ თქვენი წარმოდგენები განსაზღვრავს?
თუ თქვენი შეხედულებები ჩემ შესახებ ჩემი პასუხისმგებლობა არ არის?"
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები