დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

COVID-19-ის გამო სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ დღეს, 11 მარტს მიიღო.

კორონავირუსის გამო სასწავლო დაწესებულებებში სწავლა 16 მარტამდე იყო შეწყვეტილი.

პირველ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება.

გარდა ამისა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა.

10 მარტს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები საქართველოში 23-მდე გაიზარდა.

პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს. 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კი კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: