კორონავირუსის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მათი ეგიდით გამართულ ყველა ჩემპიონატებს პირველ აპრილამდე აჩერებს. გაჩერებულ ჩემპიონატებს შორისაა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატები.

ამ ეტაპისთვის უცნობია 26 მარტს ჩატარდება თუ არა საქართველო-ბელარუსის მატჩი ან ჩატარების შემთხვევაში დაესწრება თუ არა მაყურებელი.

10 მარტს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები საქართველოში 23-მდე გაიზარდა.

პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს. 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კი კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: