საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით ხანძრებზე განახლებილულ ინფორმაციას ავრცელებს. მათი განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

მათი ინფორმაციით, 11 მარტის დილის მონაცემებით, ხანძრები ლიკვიდირებულია: წალენჯიხის სოფლებში —ზღვაიასა და ნაკუფუში, ზუგდიდის სოფელ ზემო ეწერში, ჩხოროწყუს 7 სოფელში,მარტვილის სოფელ ლესიჭინეში, ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარსა და სოფელ მამათში.

მათივე ცნობით, ხანძრები ლიკვირებულია ასევე: ქობულეთში, ხონში, ტყიბულში, კოპიტნარში, საჩხერესა და გომბორის უღელტეხილზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის: წალენჯიხის სოფელ ჩქვალერში, ოზურგეთის სოფელი გომში,
ამბროლაურის სოფელ კრიხში, ონის სოფელი ძეგლევში და დედოფლისწყაროში.

მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე ხანძრის ღია კერა შენარჩუნებულია: ხელვაჩაურის სოფელ ზედე ჯოჭოი, სადაც იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი და მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 4 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.