კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პატარა სოფელში ბრაკონიერებმა უიშვიათესი თეთრი ჟირაფები მოკლეს.

რეინჯერებმა ორი მკვდარი ჟირაფი — მდედრი და მისი ნაშიერი იპოვეს. მესამე, მამრი ჟირაფი ცოცხალია და კონსერვაციონისტების თქმით, იგი მსოფლიოში ერთადერთი შემორჩენილი თეთრი ჟირაფია.

მათი სითეთრის მიზეზს ლეიციზმი წარმოადგენს, მდგომარეობა, როდესაც კანის უჯრედები პიგმენტაციას კარგავს.

"ჩვენი გუნდისთვის ეს ყველაზე სევდიანი დღეა. მთელ მსოფლიოში ჩვენ ერთადერთი საზოგადოება ვართ, რომელიც თეთრ ჟირაფებს უვლის", — განაცხადა კონსერვაციონისტების გუნდის მენეჯერმა მუჰამედ აჰმედნურმა.

ბრაკონიერების იდენტიფიცირება არ მომხდარა, ასევე უცნობია მათი მოტივი. კენიის ველური ბუნების დამცველთა საზოგადოების თქმით, გამოძიება დაწყებულია.

თეთრი ჟირაფები კენიაში პირველად 2016 წლის მარტში შენიშნეს და მას შემდეგ ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდნენ.

ჟირაფები გადაშენების საფრთხი წინაშე დგანან, ბოლო 30 წლის განმავლობაში მათი პოპულაციის 40% გაქრა. კანისა და ხორცის გამო მათზე აქტიური ნადირობა დღემდე მიმდინარეობს.