საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის კორონავირუსის გამო საზღვარგარეთ დაგეგმილ ვიზიტებს აუქმებს.

"მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა, ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინაციით, გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები", — წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

უწყების ცნობით გადაწყვეტილების გასაჯაროებამდე ადმინისტრაციამ ეს ინფორმაცია პარტნიორებსაც მიაწოდა.

10 მარტის დილის მონაცემებით, COVID-19-ით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 114 452-ს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკის მიხედით, 4 026 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 64 166 გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაშია, თუმცა დაავადებულთა რიცხვი ნელ-ნელა ევროპის ქვეყნებსა და აშშ-შიც იზრდება. კორონავირუსის შემთხვევებს არ ადასტურებენ თურქეთში.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კი კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: