ტვიტერზე ტესლას CEO-მ, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიამ მემილიონე ავტომობილი გამოუშვა. ეს წითელი Model Y-ია.

ილონ მასკმა განცხადებას ფოტოც დაურთო, სადაც მთელი გუნდი წითელი Model Y-ის ფონზეა.

ტესლასათვის ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა თუ გავითვალისწინებთ, რომ 2003 წელს დაარსებულ ავტომწარმოებელს არსებობის მანძილზე მრავალი დაბრკოლებისა და სირთულის გადალახვა მოუწია.

პირველი მანქანა კომპანიამ 2008 წელს გამოუშვა. დღეს ტესლას გაყიდვები ბევრად გაუმჯობესებულია და თუ კომპანიის იმედები გამართლდება, 2020 წელს ისინი 500 000 მანქანას გაყიდიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ისეთი კომპანიები, (მაგალითად, Toyota და Volkswagen) რომლებსაც ბაზარზე ფესვები მყარად აქვთ გადგმული, ყოველწლიურად ათ მილიონზე მეტ ავტომობილს უშვებენ.