დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების ვიზიტორებს მოუწოდებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ სასამართლოში მისვლისგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ მათ ყოველდღიურად საშუალოდ სამი ათასამდე მოქალაქე სტუმრობს. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, ვიზიტორთა სიმრავლის გათვალისწინებით, რისკები კორონავირუსის გავრცელებასთან მიმართებით პოტენციურად მზარდია. ამიტომ ისინი თხოვნით მიმართავენ საზოგადოებას, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და შეძლებისდაგვარად შეამცირონ ვიზიტები.

"მაქსიმალურად შეზღუდეთ სასამართლოში ვიზიტები იმ მოქალაქეებმა, რომლებიც არ ხართ პროცესის მონაწილე მხარეები და თქვენი სასამართლოში მობრძანება არ უკავშირდება გადაუდებელ საჭიროებას", — აცახდებენ საქალაქო სასამართლოში.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კი კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: