დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

Wizz Air კორონავირუსის გამო იტალიასთან და ისრაელთან ფრენებს აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reauters ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იტალიამ და ისრაელმა თქვეს, რომ ცდილობენ ვირუსის გავრცელება შეაჩერონ.

კომპანიის ფრენები იტალიის მიმართულებით 10 მარტიდან 3 აპრილამდე შეჩერდება, ისრაელის მიმართულებით კი 12 მარტიდან 23 აპრილის ჩათვლით.

On.ge-ს Wizz Air-ში განუცხადეს, რომ მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები საშუალება ექნებათ უფასოდ შეცვალონ მოგზაურობის დრო, სრულად დიაბრუნონ ბილეთის საფასური ან მიიღონ ბილეთის 120%-იანი ანაზღაურება Wizz Credit-ზე.

სამშაბათს, იტალიაში ამოქმედდა პრემიერის მიერ მიღებული შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც იტალია მთლიანად კარანტინის ზონად გამოცხადდა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მოქალქეებს მოგზაურობა მხოლოდ გადაუდებელი ოჯახური ან სამსახურეობრივი საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ. უქმდება ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ღონისძიება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს 200 მოქალაქეს რომი-თბილისის რეისით დღეს, 10 მარტს დააბრუნებს. თვითმფრინავები თბილისში საღამოს, 19:40 წუთზე და 19:50 წუთზე დაეშვებიან. იტალია საქართველოსთვის კორონავირუსის გავრცელების რისკჯგუფის ქვეყნებშია. საქართველომ მთავრობამ პირდაპირი ფრენები 6 მარტის გადაწყვეტილებით დროებით შეაჩერა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: