ქუთაისში დაკარგულ ნიდერლანდელ ტურისტს მდინარე რიონში ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავები არიან ჩართულები.

ნიდერლანდელი ტურისტი, სიმ ვიგერი 7 მარტს ქუთაისში გაუჩინარდა. ფეისბუქზე მისი ძმა წერს, რომ დაკარგვამდე ის იმყოფებოდა ქუთაისის რესტორან ბარაქაში მეგობართან ერთად, სადაც მათ ალკოჰოლი მიიღეს.

"წასვლისას, გაემართნენ ქუთაისის მაკდონალდსის მიმართულებით და სწორედ ამ დროს დაკარგეს ერთმანეთი. ჩემი ძმა იმ ღამეს ჰოსტელში არ დაბრუნებულა, ტელეფონზეც ვერ ვუკავშირდებით", — წერს ტურისტის ძმა.