ხაშურში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ On.ge-ს იმ კლინიკაში განუცხადეს, სადაც დაჭრილი ქალია მოთავსებული.

ექიმის ინფორმაციით, ქალს რთული ოპერაცია კლინიკური კუთხით წარმატებულად ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმედ რჩება.

ხაშურში ქალი ყოფილმა ქმარმა 5 მარტს დაჭრა. შემთხვევა ქუჩაში, გამვლელების თანდასწრებით მოხდა. 27 წლის კაცმა 25 წლის ყოფილ ცოლს დანით ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში მიაყენა.