იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს თქმით, კორონავირუსის გამო შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აფართოებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ყველა ტიპის საზოგადოებრივი თავშეყრა აიკრძალება. ახალი ზომები ძალაში სამშაბათიდან. პრემიერმა ყველას ურჩია, რომ უკეთესი იქნება თუ სახლში დარჩებიან.

შეზღუდვების მიხედვით, ადამიანებს გამგზავრება მხოლოდ გადაუდებელი ოჯახური საჭიროების შემთხვევაში ან სამუშაოს გამო შეეძლებათ.

"ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ რაღაც კარგი იტალიისთვის. ახლა ეს იქნება ამ მკაცრ წესებზე შეთანხმება და მორგება. ამ მკაცრი წესებით გვსურს ყველა მოქალაქის დაცვა", — თქვა იტალიის პრემიერმა.

ქვეყანაში ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთის მატჩები შეჩერებულია. აიკრძალება "ღამის გართობა", რომელიც პრემიერის თქმით ვირუსისი გავრცელების რისკს ზრდის.

9 მარტის მონაცემებით კორონავირუსით ერთ დღეში იტალიაში 97 ადამიანი გარდაიცვალა და 1 598 დაინფიცირდა. 24 საათში გარდაცვლილთა რიცხვი 366-დან 463-მდე გაიზარდა. ჯამში იტალიაში 9 172 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 724-ია.

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით 108 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 3 800-ზე მეტი გარდაიცვალა.

6 მარტს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა. პირდაპირი ფრენების შეჩერებასთან ერთად კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა. წესი ვრცელდება, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, თუ მათ არ აქვთ შემოწმების სპეციალური ცნობა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: