დუგ კოლინზი ამერიკის კონგრესის მესამე წევრი გახდა, რომელიც თვითიზოლაციაში, მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კონგრესმენმა გადაწყვეტილება ორშაბათს გამოაცხადა და თქვა, რომ მერილედნდში ერთ-ერთი კონფერენციის ორგანიზატორებმა აცნობეს ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შესახებ. მათ დუგ კოლინზს დამადასტურებელი ფოტოც გაუგზავნეს.

"მიუხედავად იმისა, რომ თავს კარგად ვგრძნობ და სიმპტომები არ მაქვს, გადავწყვიტე 14 დღის განმავლობაში კარანტინში ვიყო", — წერს დუგ კოლინზი.

თვითიზოლაციაშია კონგრესმენის ორივე თანაშემწე. თვითიზოლაციაში არიან სენატორები ტედ კრუზი და პოლ გოსარი. სამივე მათგანი მერილენდში ერთი და იგივე კონფერენციაზე იმყოფებოდა.

ამერიკის კონსერვატიულმა კავშირმა 7 მარტს განაცხადა, რომ მერილენდში მათ მიერ ორგანიზებული კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს კორონავირუსი დაუდგინდა.

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით 108 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 3 800-ზე მეტი გარდაიცვალა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: