ქართულ ოცნებას ვურჩევ, ოპოზიციასთან შეთანხმების ორივე ნაწილი ბოლომდე დაიცვას — ჩუგოშვილი
პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი უმრავლესობას ურჩევს, რომ ოპოზიციასთან შეთანხმების ორივე ნაწილი ბოლომდე დაიცვას. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ოცნებისთვისაც, ის შეძლებს, რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან იმ შემთხვევაში, თუ გამოასწორებს იმას, რა თვითდაზიანებებიც მიიყენა. ამის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიცავს ამ შეთანხმებას და სულისკვეთებას", — თქვა თამარ ჩუგოშვილმა.
ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ესმის ხელისუფლების პოზიციის, რომ შეიძლება მათ არ თქვან, რომ შეთანხმდნენ. მისი თქმით, უნდა დაველოდოთ სასამართლოს, პროკურატურისა და პრეზიდენტის ქმედებებს პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით. თამარ ჩუგუშვიმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ამ შემთხვევაში მაინც მოხდება პირობის შესრულება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ამის შესახებ 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-ია.
- რა წერია მემორანდუმში, რომელსაც ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მოაწერა ხელი
- ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაზე
პროტესტი საარჩევნო სისტემის მოთხოვნით, შეუსრულებელი დაპირება და ჩაშლილი მოლაპარაკებები
პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქციები ზაფხულში მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისის ღამეს პოლიციამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას დაპირება მისცა, რომ 2020 წელს ქვეყანა ამ სისტემაზე გადავიდოდა და კანონპროექტზე მუშაობაც დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით ისევ ქართული ოცნების დეპუტატებმა, კანონპროექტი ჩააგდეს.
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირება არ შეასრულა, საპროტესტო აქციები და პარლამენტის პიკეტირებები დაიწყო, რომელიც სპეცრაზმმა ორჯერ დაშალა. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის პროპორციულ სისტემას ითხოვდა, რაზეც ხელისუფლება აცხადებდა, რომ არაკონსტიტუციურია.
რამდენიმეკვირიანი პროტესტის შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების მედიატორობით მოლაპარაკებები დაიწყო, სადაც მმართველმა გუნდი ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდას და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირება შესთავაზა. თუმცა, ოპოზიცია ამ თანაფარდობას არ თანხმდებოდა და უფრო პროპორციულ სისტემას ითხოვდა.
მოლაპარაკებები ევროპული საქართველოს წევრის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩაიშალა. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს გამოაცხადა. მომხდარი ოპოზიციამ პოლიტიკური ანგარიშსწორებად და ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლად შეაფასა.
უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით, შემდგომ მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებდა და ისეთ საარჩევნო მექანიზმს არ დათანხმდებოდა, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემდა. ოცნების დეპუტატებმა კი უგულავას პატიმრობა "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს" და უარი თქვეს ის პოლიტპატიმრად ეღიარებინათ.
მოგვიანებით, ოპოზიციასა და მმართველმა გუნდს შორის დიალოგი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე გაგრძელდა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობის პროპორციულობას არის 130/20-ზე, თუმცა ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ოცნებასთან შეთანხმებაზე უარს ამბობდნენ. მმართველი გუნდი კი აცხადებდა, რომ საქართველოს გეოგრაფია არ იძლეოდა ამდენ ოლქად ქვეყნის დაყოფის საშუალებას და ოპოზიციას საპასუხოდ 110/40-ზე თანაფარდობას სთავაზობდა. 8 მარტს კი გაირკვა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება 120/30-იან ფორმატზე შეთანხმდნენ.
გაიგეთ მეტი:
- დღევანდელი შეთანხმება, 120/30-ზე მანდატების გადანაწილება, დემოკრატიულ გზაზე საყრდენია — დიპლომატები
- ოპოზიცია შეეშვას გამარჯვების "უსაფუძვლო ყიჟინას", მეშინია, იგივე არ განმეორდეს — ვოლსკი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე
- ჯაშის თქმით, დამოუკიდებელი დეპუტატები ხვალ გადაწყვეტენ მემორანდუმს მხარი დაუჭირონ თუ არა
- ივანიშვილის სისტემა უცხოელების გამო დატორტმანდა და ბოლომდე უნდა წავაქციოთ — სააკაშვილი შეთანხმებაზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
კომენტარები