ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას ან პარტიათა ბლოკს მისცემდით ხმას გამოკითხულთა 53% პასუხობს, რომ ძირითადი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას, ხოლო 40% — ქართულ ოცნებას.

პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერა, კვლევის მიხედვით, 7%-ია.

ფოტო: ფორმულა

რაც შეეხება ე.წ. შეწონილ მონაცემებს, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების შედეგი 39% იქნებოდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის — 23%, ხოლო ევროპული საქართველოსი — 8%. ალოკაციის მეთოდით, 6-6% აქვთ პატრიოტთა ალიანსს და ლეიბორისტულ პარტიას, ხოლო 5% ლელოს.

Edison Research-მა კვლევა 2020 წლის თებერვალში ჩაატარა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხნენ საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეები მთელი საქართველოდან, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. კვლევაში 2000 ადამიანი მონაწილეობდა და ცდომილების ზღვარი 2%-ია.