წესით, ნატაშა რომანოვის იდუმალებით მოცული წარსული Black widow-ს მთავარი ფოკუსი უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს გავრცელებულ ბოლო ტრეილერის მიხედვით, ფილმში ასევე გავიგებთ, თუ როგორ გახდა ის მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ჯაშუში.

ნატაშას ბავშვობის კადრების გარდა, ასევე გვხვდება მისი შეძენილი ოჯახისა და პროგრამა The Red Room-ის სცენები. როგორც შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქაში გაირკვა, წითელი ოთახი ახალგაზრდა გოგოებს იტაცებს და მათ საშიშ ასასინებად ზრდის. ახალი ტრეილერის მიხედვით ამ ყველაფრის უკან უცხოპლანეტელი თასმეიქერი დგას.

თასმეიქერის დამარცხება ნატაშას და მისი ოჯახის საქმეა. განსაკუთრებულად თბილი უერთიერთობა მას ელენასთან აქვს, თუმცა გოგოების გუნდს მალე ალექსეი უერთდება, რომელიც, ფანების განმარტებით, "რუსი კაპიტანი ამერიკის" როლს ასრულებს.

ფანები ტრეილერში კიდევ ერთ ნაცნობ სახეს შენიშნავდნენ: ტადეუს ბოლტი, რომელიც ბრიუს ბენერის მოსისხლე მტრად არის წარმოჩენილი, ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, კომიქსებში წითელ ჰალკად გადაიქცევა — ფანები ამ მომენტს წლების განმავლობაში ელოდნენ.

ფანები ვარაუდობენ, რომ შავი ქვრივში მოქმედება კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომიდან 2 წლის შემდეგ ხდება. კონტექსტის მიხედვით, შურისმაძიებლების წევრების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მიმალვაშია და სავსებით შესაძლებელია, რომ როსი მათზე ნადირობას იწყებდეს.

თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ თეორიაა და ზუსტ პასუხებს ფილმის გამოსვლამდე ვერ გავიგებთ.

შავი ქვრივი კინოთეატრებში პირველ მაისს გავა. მთავარ როლებს სკარლეტ იოჰანსონი, ფლორენს პუი და ყველასთვის საყვარელი შერიფი, დევიდ ჰარბორი შეასრულებს.