ზურაბიშვილის თქმით, თუ საჭიროდ ჩათვლის, შეწყალების აქტს გამოსცემს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ თუ საჭიროდ ჩათვლის, შეწყალების აქტს გამოსცემს. ჟურნალისტებთან საუბრისას მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისა და ქვეყნის გამარჯვებაა.
"რაც შეეხება შეწყალების თემას, შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომლებიც მიღებული იქნა ამ წელს. რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, შემოვა [განაცხადი] — იქნება განხილული ამ წესების მიხედვით. ყველა მოთხოვნას მივიღებ, განვიხილავ, და თუ მე ჩავთვლი [საჭიროდ], რადგან ეს არის დისკრეციული უფლება, იქნება მიღებული შეწყალების აქტი", — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არ არსებობს ადამიანები, რომლებზეც ცალკეული რეგულაციები ვრცელდება.
ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ დღეს, 9 მარტს ოპოზიციამ შეხვედრა გამართა, რომელზეც ერთიანი განცხადება მიიღეს დაკავებულ ოპოზიციონერებთან დაკავშირებით. მათ მოუწოდეს პრეზიდენტსა და სხვა შესაბამის უწყებებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ლეგიტიმური მექანიზმები და ხელი შეუწყონ გიგი უგულავას, გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილისა და ბესიკ თამლიანის გათავისუფლებას.
ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ხელისუფლებასთან კვლავ ვერ თანხმდებიან იმაზე, რომ აღნიშნული პირები პოლიტპატიმრები არიან, თუმცა შეთანხმდნენ იმაზე, რომ სამომავლოდ ეს საკითხები ისე გადაწყდეს, რომ მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების განცდა არ დარჩეს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ამის შესახებ 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-ია.
- რა წერია მემორანდუმში, რომელსაც ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მოაწერა ხელი
- ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაზე
პროტესტი საარჩევნო სისტემის მოთხოვნით, შეუსრულებელი დაპირება და ჩაშლილი მოლაპარაკებები
პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქციები ზაფხულში მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისის ღამეს პოლიციამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას დაპირება მისცა, რომ 2020 წელს ქვეყანა ამ სისტემაზე გადავიდოდა და კანონპროექტზე მუშაობაც დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით ისევ ქართული ოცნების დეპუტატებმა, კანონპროექტი ჩააგდეს.
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირება არ შეასრულა, საპროტესტო აქციები და პარლამენტის პიკეტირებები დაიწყო, რომელიც სპეცრაზმმა ორჯერ დაშალა. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის პროპორციულ სისტემას ითხოვდა, რაზეც ხელისუფლება აცხადებდა, რომ არაკონსტიტუციურია.
რამდენიმეკვირიანი პროტესტის შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების მედიატორობით მოლაპარაკებები დაიწყო, სადაც მმართველმა გუნდი ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდას და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირება შესთავაზა. თუმცა, ოპოზიცია ამ თანაფარდობას არ თანხმდებოდა და უფრო პროპორციულ სისტემას ითხოვდა.
მოლაპარაკებები ევროპული საქართველოს წევრის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩაიშალა. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს გამოაცხადა. მომხდარი ოპოზიციამ პოლიტიკური ანგარიშსწორებად და ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლად შეაფასა.
უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით, შემდგომ მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებდა და ისეთ საარჩევნო მექანიზმს არ დათანხმდებოდა, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემდა. ოცნების დეპუტატებმა კი უგულავას პატიმრობა "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს" და უარი თქვეს ის პოლიტპატიმრად ეღიარებინათ.
მოგვიანებით, ოპოზიციასა და მმართველმა გუნდს შორის დიალოგი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე გაგრძელდა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობის პროპორციულობას არის 130/20-ზე, თუმცა ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ოცნებასთან შეთანხმებაზე უარს ამბობდნენ. მმართველი გუნდი კი აცხადებდა, რომ საქართველოს გეოგრაფია არ იძლეოდა ამდენ ოლქად ქვეყნის დაყოფის საშუალებას და ოპოზიციას საპასუხოდ 110/40-ზე თანაფარდობას სთავაზობდა. 8 მარტს კი გაირკვა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება 120/30-იან ფორმატზე შეთანხმდნენ.
გაიგეთ მეტი:
- დღევანდელი შეთანხმება, 120/30-ზე მანდატების გადანაწილება, დემოკრატიულ გზაზე საყრდენია — დიპლომატები
- ოპოზიცია შეეშვას გამარჯვების "უსაფუძვლო ყიჟინას", მეშინია, იგივე არ განმეორდეს — ვოლსკი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე
- ჯაშის თქმით, დამოუკიდებელი დეპუტატები ხვალ გადაწყვეტენ მემორანდუმს მხარი დაუჭირონ თუ არა
- ივანიშვილის სისტემა უცხოელების გამო დატორტმანდა და ბოლომდე უნდა წავაქციოთ — სააკაშვილი შეთანხმებაზე
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
გადახედვა15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი 15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი
-
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
-
გადახედვაროგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა როგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა დააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა
-
გადახედვა"ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე "ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე
-
-
გადახედვანახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო ნახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო
კომენტარები