შვედი მსახიობი, მაქს ვონ სიდოუ, რომელმაც მაყურებლებს თავი არაერთ ფილმსა და სერიალში შესრულებული როლებით დაამახსოვრა თავი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში მსახიობს ისეთ ცნობილ ფილმებში აქვს შესრულებული როლები, როგორებიცაა დევიდ ლინჩის დიუნი (1984), ვუდი ალენის ჰანა და მისი დები (1986) თუ მარტინ სკორსეზეს წყეულთა კუნძული (2010).

ასევე აღსანიშნავია, რომ მაქს ვონ სიდოუს საკულტო რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის 11 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის ყველაზე მეტად კი 1957 წელს გამოსულ ფილმში The Seventh Seal სიკვდილთან ჭადრაკის თამაშით დაამახსოვრა თავი მაყურებლებს.

ფოტო: Getty Images

კინოსთან ერთად მსახიობი მოღვაწეობდა სატელევიზიო სივრცეშიც: ის ახმოვანებდა სიმპსონების ერთ-ერთ პერსონაჟს და ასევე Game of Thrones-ის სამ ეპიზოდში გამოჩნდა სამთვალა ყორანის როლში.

ფოტო: HBO

მაქს ვონ სიდოუ ოსკარებზე ორჯერ იყო ნომინირებული, მათ შორის 2011 წელს კაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიაში ფილმ Extremely Loud & Incredibly Close-ში შესრულებული როლით.