სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეკრებილი ასეულობით ქალი სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პოლიციამ დემონსტრანტებს საშუალება არ მისცა, ისტიკლალის ქუჩაზე გადაადგილებულიყვნენ.

სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, დემონსტრაცია სანქცირებული არ იყო, რადგან ხელისუფლება ქალაქის მასშტაბით, ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის ნებართვას არ გასცემს.