გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ქარსაცავ ზოლს ცეცხლი უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ხანძრის ქრობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, პროცესში ჩართულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, დილიდან ხანძრის ქრობით სამუშაოებში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და ასევე, მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა, რომელიც მათი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ხანძრის ქრობის პროცესში.