ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ქალთა დღესთან დაკავშირებით ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქალების კვლა და მათზე ძალადობა ყოველდღიურობაა. როგორც კილაძე წერს, ამ კუთხით სახელმწიფოს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა, თუ საზოგადოების მხარდაჭერა არ იქნა, ის ვერაფერს გახდება.

"8 მარტს გილოცავთ! ჩვენს ტრადიციებსა და რელიგიაში ქალის სათანადო პატივისცემა ყოველთვის ნორმა იყო. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ დავშორდით ისტორიულ ფესვებს. კაცებო, მოგიწოდებთ, მისცეთ ის შეფასება, რომელსაც მოძალადე იმსახურებს. როცა ქალს კლავენ და მასზე ძალადობენ, ეს კრიმინალი, სამარცხვინო საქციელია და არა "ოჯახის საქმე". ნუ შემოვიფარგლებით მხოლოდ სადღეგრძელოებით. თქვენც ხომ ქალების მამები, დების ძმები, დედის შვილები ხართ", — წერს სოფო კილაძე.