ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემთხვევა 5 მარტს მოხდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, გენდერის ნიშნით, გულმკერდისა და მუცლის არეში, ასევე, სხეულის სხვადასხვა ადგილებში, დანა არაერთხელ დაარტყა ყოფილ ცოლს, რომელმაც გაქცევა შეძლო. ვინაიდან ბრალდებულს გადაწყვეტილი ჰქონდა ქალის მოკვლა, დაეწია მას და კვლავ მიაყენა დანით მრავლობითი დაზიანება", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1 პრიმა 19, 109 მუხლის მეორე ნაწილის "დ" პრიმა და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.