მეკობრეების მიერ დატყვევებული 4 ქართველი მეზღვაური თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. მათი განცხადებით მეზღვაურები საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან.

"საკითხის კონფიდენციალურობიდან და მეზღვაურების პირადი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გამხელისგან თავს ვიკავებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ყველა მხარემ იმოქმედა კოორდინირებულად და მაღალ პროფესიონალურად, რამაც ძალიან მოკლე დროში მოგვცა შედეგი", — წერია განცხადებაში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მადლობას უხდის მეზღვაურების ოჯახის წევრებს და გემთმფლობელ კომპანიას, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს მეზღვაურების უსაფრთხოდ გამოსახსნელად.

შემთხვევა 20 თებერვლას, ლაგოსის სიახლოვეს მოხდა. ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემს თავს ნიგერიელი მეკობრეები დაესხნენ. ტანკერი ნავთობით იყო დატვირთული.