ვუდი ალენის წიგნის გამოცემის გამო გამომცემლობა რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა
ცნობილი საგამომცემლო სახლის Hachette-ს ნიუ-იორკის ოფისი რამდენიმე თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ გამომცემლობა რეჟისორ ვუდი ალენის ავტობიოგრაფიული წიგნის გამოქვეყნებას აპირებს.
Hachette-ს მფლობელობაში არსებულმა გამომცემლობა Grand Central-მა ამ კვირაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული ჰოლივუდელი რეჟისორის, ვუდი ალენის მემუარებს ამ წლის 7 აპრილს გამოაქვეყნებდა.
84 წლის ვუდი ალენს 50-ზე მეტი ფილმი აქვს გადაღებული თავისი კარიერის განმავლობაში და თანამედროვე კინოხელოვნებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეჟისორად ითვლება. ამასთან ერთად მას ხშირად პედოფილიასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ: მისი შვილი, დილან ფეროუ ამბობს, რომ 1990-იან წლებში, როცა ის 7 წლის იყო, მასზე რეჟისორმა იძალადა.
ვუდი ალენი ამ ფაქტს უარყოფს და 1990-იან წლებში ორჯერ დაწყებული გამოძიების მიუხედავად, მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. სანაცვლოდ ბოლო წლებში ეს ყველაფერი მის კარიერაზე უარყოფითად აისახა და რამდენიმე მსახიობის პროტესტთან ერთად, მისი ფილმები კინოგაქირავებაშიც ჩავარდა.
Hachette-ს გამომცემლობიდან წასული თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ არ სურთ ამ "ინტერესთან კონფლიქტში და არასწორ გადაწყვეტილებაში" მონაწილეობა მიიღონ.
საქმე იმაშია, რომ გასულ წელს Hachette-ს მფლობელობაში არსებულმა კიდევ ერთმა გამომცემლობამ, Little, Brown-მა გამოსცა ვუდი ალენის შვილის, რონან ფეროუს წიგნი Catch and Kill, რომელიც ამ ცნობილმა ჟურნალისტმა სექსუალური შევიწროების გახმაურებული ფაქტების გამოძიებას მიუძღვნა.
სწორედ ამის გამო რონან ფეროუმ გამომცემლობა გააკრიტიკა და მასთან ურთიერთობა შეწყვიტა:
"მაშინ, როცა მე და შენ ერთად ვმუშაობდით Catch and Kill-ზე — წიგნზე, რომელიც იმ ზიანზეცაა, რომელიც ვუდი ალენმა ჩემს ოჯახს მიაყენა, თურმე ამავდროულად საიდუმლოდ გეგმავდი, რომ იმ ადამიანის მემუარებიც გამოგექვეყნებინა, რომელიც სექსუალური მოძალადეა. ამის შემდეგ შენთან თანამშრომლობა აღარ შემეძლება. წარმოიდგინე, რომ ეს შენს დას შეემთხვა", — მისწერა რონან ფეროუმ გამომცემლობის ხელმძღვანელს.
New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში Hachette-ს ხელმძღვანელმა ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა:
"ყოველ წიგნს თავისი მისია აქვს. გამომცემლობის მოვალეობა კი ისაა, რომ ავტორს თავისი შემოქმედებით დასახული მიზნის მიღწევაში დაეხმაროს."
გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 84 წლის რეჟისორი თავის ახალ წიგნში Apropos of Nothing "თავის ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობაზეც მოგვითხრობს", რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ალენი ახალ წიგნში სწორედ თავის შვილებთან და ყოფილ ცოლთან ურთიერთობასაც შეეხება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები