დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსული პირების კარანტინში გადასვლის საკითხს, საზღვარზე ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ყველა მგზავრის საზღვრიდან გადაყვანა სავალდებულო არ იქნება და ექიმის რეკომენდაციით ისინი ან კარანტინში, ან სავალდებულო თვითიზოლაციაში წავლენ. მაღალი რისკის ქვეყნებად მიიჩნევა: ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია.

დღეს, 6 მარტს უწყებათაშორისმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თან არ აქვთ ჯანმრთელობის შემოწმების ცნობა, საზღვარზე ინტენსიური შემოწმების შემდეგ 14-დღიანი კარანტინი სავლადებულო გახდება.

უწყებათაშორისი საბჭოს განცხადებით:

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა;
  • საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა. ან მათ საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში — სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს. ამასთანავე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: