BBC-ის ინფორმაციით, ალ-ქაიდას ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერი, ფარუქ ალ ქატანი, ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში აშშ-ს დრონის იერიშის მეშვეობით მოკლეს.

აღნიშნული პირი 2 კვირის წინ მოკლეს, თუმცა, პენტაგონმა ეს ინფორმაცია დღეს გაასაჯაროვა. ალ ქატანი აშშ-ს მიერ ძებნილთა სიაში თებერვალში შეიყვანეს. მას ბრალად სდებნენ, როგორც აშშ-ს წინააღმდეგ, ისე ევროპის წინააღმდეგ ტერაქტების ორგანიზებას.