დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ Stop.cov.ge-ზე გამოქვეყნდა, რომელიც კორონავირუსის პრევენციისთვის მთავრობის მიერ შექმნილი პლატფორმაა. სულ საქართველოში 9 შემთხვევაა დადასტურებული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეს ერთი კლასტერის, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევებია.

"ოჯახური შემთხვევებია. ყველა ერთად გახდნენ იტალიაში და დაბრუნდნენ საქართველოში", — განაცხადა მან.

Stop.cov.ge-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 162 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 45.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს. ამასთანავე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: