დღეს, 5 მარტს, ე.წ. რიყის დოქების აუქციონი ისე დასრულდა, რომ მისი ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა. შესაბამისად, ე.წ. რიყის დოქები კვლავ სახელმწიფო საკუთრებად რჩება.

თბილისის ცენტრში მდებარე 14 591 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული უნიკალურ არქიტექტურული ნიმუში 95 მილიონი ლარის საწყის ფასად იყიდებოდა.

ე.წ. რიყის დოქები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე 5 თებერვალს გაიტანა.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ე.წ. რიყის დოქების აუქციონზე გატანისას აცხადებდა, რომ დოქების ფასი სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს მიერ არის შეფასებული და გათვალისწინებულია ის, რომ ობიექტის მშენებლობა "საკმაოდ ძვირი დაჯდა".

თუმცა, თბილისის მერი, კახა კალაძეს "ეეჭვებოდა", რომ ე.წ. რიყის დოქები, რომელიც 1 ლარად ვერ გაიყიდა, 95 მილიონად გაიყიდებოდა. რადგანაც, მისი თქმით, შენობაში 20 მილიონის სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი.