ხაშურში ქალი ყოფილმა ქმარმა დაჭრა. შსს-ს ცნობით თავდასხმა დღეს, 5 მარტს მოხდა, ყოფილი ქმარი კი უკვე დაკავებულია. შემთხვევა ქუჩაში, გამვლელების თანდასწრებით მოხდა.

უწყების ინფორმაციით, 27 წლის კაცმა 25 წლის ყოფილ ცოლს დანით ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში მიაყენა.

გამოძიება, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ ყოფილი ქმარი იყო. აღნიშნული ინფორმაცია შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.