რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
ჯანდაცვის სამინისტრო ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო სხვადასხვა რეკომენდაციებს ავრცელებს, მათ შორის კარანტინში მყოფი პირებისთვის. უწყების განცხადებით, კარანტინში მოხვედრისას დაცული უნდა იყოს რამდენიმე წესი.
საზიცოლაციო სივრცე
უწყების განმარტებით, პირი იზოლაციაში უნდა იმყოფებოდეს დაავადების გამომწვევთან ექსპოზიციის ბოლო თარიღიდან 14 დღის განმავლობაში, შესაბამისი მოცულობის სივრცეში. ეს შეიძლება იყოს, როგორც სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ბოქსირებული ან ნახევრადბოქსირებული პალატები, ასევე, კარანტინისთვის გამოყოფილი სხვა სივრცე.
სამინისტროში ამბობენ, რომ უმჯობესია თითოეული ადამიანი განთავსდეს ცალკე საიზოლაციო ოთახში, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ჰაერცვლის სისტემა. თუმცა, პაციენტი შესაძლოა მოხვდეს კოჰორტულ (ჯგუფური, მაგ: ოჯახის წევრები) იზოლაციაში, რასაც ეპიდემოლოგი იზოლირებულებთან შეთანხმებით წყვეტს.
უწყების განცხადებით, იზოლირების ადგილას უზრუნველყოფილია:
- დღეში სამჯერადი კვება, საკვების/სასმელის ინდივიდუალური კონტეინერებით
მიწოდებით; - თეთრეული და პირადი მოხმარების საგნები, მათ შორის ტანსაცმელი
(ნახმარი ტანსაცმელი გაირეცხება ადგილზევე ან გადაეცემა ოჯახის წევრებს); - ქრონიკული დაავადებით დაავადებულ პირთათვის საჭირო მედიკამენტები
და სამედიცინო საგნები; - საიზოლაციოდ გამოყოფილი ოთახების/პალატების ყოველდღიური
დალაგება/დასუფთავება და სანიტარული კვანძების დეზინფექცია (უნდა
ხორციელდებოდეს შესაბამისად მომზადებული/ტრენირებული პირების და/ან
სურვილის შემთხვევაში თავად იზოლირებული პირის მიერ); - სატელეფონო კავშირის და ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა.
უწყების განცხადებით, სურვილის შემთხვევაში ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შეუძლიათ იზოლაციაში მყოფებს მიაწოდონ საკვები და სასმელი, პირადი მოხმარების საგნები, საჭირო მედიკამენტები.
სამედიცინო ზედამხედველობა
უწყების განცხადებით, კარანტინის სივრცეში უზრუნველყოფილია ყოველდღიური სამედიცინო ზედამხედველობა, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს პაციენტთან უშუალო კონტაქტის გარეშე. კერძოდ:
- ტემპერატურის ადგილზე გაზომვა, დისტანციური ან ინდივიდუალური თერმომეტრით, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში თვითანგარიშგებით;
- ცხელების და ან რესპირაციული ვირუსული ინფექციის მსგავსი კლინიკური
ნიშნების გამოვლენისას ხდება ჰოსპიტალიზაცია ინფექციური პროფილის
სტაციონარში, ხოლო კოჰორტული იზოლაციისას პაციენტთან ერთად მყოფი
პირისთვის იზოლაციის ხანგრძლივდება დიაგნოზის განსაზღვრამდე ან ახალი კორონავირუსისთვის განსაზღვრული ინკუბაციური პერიოდით — დამატებით 14 დღით; - არაგადამდები დაავადების (მაგ; ქირურგიული, გინეკოლოგიური და სხვა)
სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო დახმარების საჭიროებისას, კლინიკაში
ტრანსპორტირება ხდება სპეციალური ავტოტრანსპორტით, სტაციონარში
ბოქსირებულ პალატაში (და ან გამწოვი ვენტილაციით აღჭურვილ პალატაში)
საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე;
სამინისტრო, ასევე, განმარტავს, რომ კარანტინში მყოფი პირებისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა — ჯანსაღად კვება, დასვენება, ფიზიკური აქტივობა
და სოციალური კონტაქტის შენარჩუნება ძვირფას ადამიანებთან.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს თვითზოლაციაში მყოფი პირებისთვის.
- გამყრელიძის თქმით, ვისაც არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, კარანტინში გადაიყვანენ
- კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფებს გაცდენილი სამუშაო დღეები აუნაზღაურდებათ — სამინისტრო
კორონავირუსი საქართველოში
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს. ამასთანავე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.
ვირუსის პირველი შემთხვევა დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. მეორე კი — პირს, რომელმაც ჩრდილოეთ იტალიაში იმოგზაურა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველი ინფიცირებული საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე ინფიცირებულზე კი ადგენენ, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. მესამე დაინფიცირებულიც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. პაციენტს კონტაქტი ჰქონდა პირველ დაინფიცირებულთან, რომელიც ასევე აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა საქართველოში. მეოთხე ინფიცირებულსაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და უკვე დადგენილი ყავთ 20 პირი, რომელთანაც მას ჰქონდა კონტაქტი, მათ შორის მგზავრები.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
კომენტარები