როგორც უკვე ვიცით, რეჟისორი მეთ რივზი კომიქსის ცნობილი გმირის, ბეტმენის შესახებ ახალ ფილმს იღებს. 4 მარტს რეჟისორმა ტვიტერის პირად ანგარიშზე ამ სუპერგმირის ცნობილი ბეტმობილის ვიზუალის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა.

ბეტმობილი კომიქსების სამყაროს გამოგონილი მანქანაა, რომლითაც გოთემის ქუჩებში ბეტმენი გადაადგილდება. ბეტმენი / ბრიუს უეინი ცნობილი სწორედ თავისი ძვირად ღირებული და თანამედროვე აღჭურვილობითაა, შესაბამისად ბეტმობილიც მისი იდენტობის განუყრელი ნაწილია.

რობერტ პატინსონის ბეტმენის ახალი ბეტმობილი სტანდარტულად მუქი ფერის, ოღონდ განახლებული დიზაინისაა.

ბეტმენის შესახებ აქამდე არაერთი ფილმი გადაუღიათ, შესაბამისად ამ გმირთან ერთად მისი ბეტმობილიც არაერთხელ გვინახავს. ახლა სწორედ რამდენიმე იმ ბეტმობილს გაგახსენებთ, რომელიც მანამდე სხვადასხვა დროს ეკრანებზე ვიხილეთ:

Batman Begins & The Dark Knight

ფოტო: Warner Bros. Pictures

Batman Forever

ფოტო: Warner Bros.

Batman v Superman: Dawn of Justice

ფოტო: Warnes Bros.

აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა მეთ რივზმა მანამდე ახალი ბეტმენის პირველი კადრებიც გაავრცელა, თუმცა ახლახანს გამოქვეყნებულ ბეტმობილის ფოტოებთან ერთად ბეტმენის კოსტიუმის სრულად დანახვა და შეფასებაც შეგვიძლია.

The Batman-ის გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს და მასში რობერტ პატინსონსანთან ერთად ჰოლივუდის ისეთი ცნობილი სახეები მონაწილეობენ, როგორებიც არიან ზოი კრავიცი, კოლინ ფარელი, ჯეფრი რაითი და ენდი სერკისი.

ფილმის პრემიერა 2021 წლის 25 ივნისსაა დაგეგმილი.