კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის პრემიერა შვიდი თვით გადაიდო. No Time To Die აპრილის ნაცვლად ნოემბერში გამოვა. პროდიუსერების თქმით, ამ გადაწყვეტილებამდე ბევრი ფიქრისა და შეფასების შედეგად მივიდნენ.

No Time to Die დენიელ კრეიგისათვის ბოლო ფილმი იქნება ბონდის როლში.

"მხოლოდ ერთი ადამიანია საკმარისი იმისთვის, რომ მთელ აუდიტორიას გადასდოს ვირუსი", - ნათქვამია ჯეიმს ბონდისადმი მიძღვნილი გამოცემის, MI6 Confidential-ის დამფუძნებლების ღია წერილში, რომელიც ორშაბათს გავრცელდა, - "მგონი, ასეთი ტიპის ყურადღება არავის სჭირდება".

ბონდიანას ბოლო ფილმმა, სპექტრმა, დაახლოებით $900 მილიონი მოგება მოუტანა კინოსტუდიას. კინოექსპერტები ამბობენ, რომ კორონავირუსის გამო კინოგაქირავების ინდუსტრია $5 მილიარდით დაზარალდა. ჩინეთში კინოთეატრების დიდი ნაწილი დახურულია, სამხრეთ კორეასა და იტალიაში კი გაყიდული ბილეთების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.

ბონდის ფანები ამბობენ, რომ თუ ამდენი წლის განმავლობაში ელოდნენ ფილმს, რამდენიმე თვეც გაძლებენ. ბონდის როლში დენიელ კრეიგის ბოლო გაბრწყინების ნახვა ყველას გვეჩქარება, თუმცა ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ამაზე ბევრად მნიშვნელოვანია.

ამავე თემაზე: