საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს საარჩევნო სისტემაზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ როგორ ზეპარტიული პრეზიდენტი მწვავე პოლიტიკურ საკითხებზე აზრს არ დააფიქსირებს.

მოლაპარაკებებში მონაწილე პარტიებს ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პლატფორმა კიდევ ერთხელ შესთავაზა:

"კონსტიტუციით დადგენილი ჩემი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, მე არ ვაპირებ პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას, არც ერთ პოლიტიკურ მწვავე საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებას. არა იმიტომ, რომ საკუთარი მოსაზრება არ გამაჩნია,არა იმიტომ რომ ვინმესი მეშინია, არამე იმიტომ, რომ დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი პარტიებსა და საზოგადოებას საკუთარ აზრებს თავს არ მოახვევს", — განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 4 მარტს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია პრეზიდენტის გამოსვლას არ ესწრებოდა. ზურაბიშვილს ბოიკოტი გამოუცხადა ფრაქცია დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც.