პრეზიდენტის აზრით, მიგრაციას არამხოლოდ უმუშევრობა, არამედ სიძულვილი და აგრესია იწვევს
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აზრით, მიგრაციას არამხოლოდ უმუშევრობა, არამედ სიძულვილი და აგრესია იწვევს. ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენების დროს ისაუბრა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიგრაცია ეპოქის და ჩვენი ქვეყნის დიდი გამოწვევაა.
"კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში საკმაოდ მაღალია უმუშევრობის დონე, მაგრამ ამავე დროს პრაქტიკულად ყველა სფეროში პროფესიონალების დეფიციტიცაა. ამ ორი ტენდენციის ერთგვარად დაბალანსება, ანუ პროფესიონალიზმის ამაღლება და საკუთარი ძალების მოზიდვა, უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი. გვჭირდება დიასპორასთან უწყვეტი კავშირი და არა იქ ჩვენი ვიწრო პოლიტიკური დაპირისპირების გადატანა. ცხადზე ცხადია, რომ მიგრაციის ერთ-ერთი მკვებავი აგრესია, შეურაცხყოფა და სიძულვილია", — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის აზრით, აგრესია ახალგაზრდებს საქართველოდან წასვლისკენ უბიძგებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 4 მარტს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია პრეზიდენტის გამოსვლას არ ესწრებოდა. ზურაბიშვილს ბოიკოტი გამოუცხადა ფრაქცია დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც.
გაიგეთ მეტი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე:
- ზურაბიშვილი: ღირებულებები, რომლებიც ქრისტიანობიდან და რუსთაველიდანაა ამოზრდილი, უარყოფილია
- ზურაბიშვილი: საზოგადოება ერთგვარ დეპრესიაშია, რადგან ჩაძირულები ვართ საკუთარ თავში
- პრეზიდენტი: ევროკავშირი საკუთარი კრიზისის ფონზე ჯერ ვერ ყალიბდება, რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინს
- პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ქართულ კულტურასთან გაუცხოებამ ქალთა მიმართ ძალადობას "გასაქანი მისცა"
- პრეზიდენტის აზრით, მიგრაციას არამხოლოდ უმუშევრობა, არამედ სიძულვილი და აგრესია იწვევს
- პრეზიდენტი: მე იმ ქვეყნის პრეზიდენტი არც ვარ და არასოდეს ვიქნები, რომელიც კურსს შეცვლის.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები