პარლამენტთან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოსმენის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. სამოქალაქო მოძრაობა გაბედეს წევრებმა პარლამენტთან მიიტანეს ბანერები "ნუ შეიწყალებ პოლიციელის მკვლელი", "ლობიო პრეზიდენტი სიტყვაზე მეტად ფასობს", "2018-24 პრეზიდენტი არც გვყავს და არც გვეყოლება".

"მას წლის განმავლობაში არაფერი სასარგებლო არ გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ ასრულებდა ბიძინას დავალებებს, ამიტომ ეს არის რეალური ანგარიში, რაც სალომე ზურაბიშვილს უნდა წარმოედგინა", — თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დღეს, 4 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. ცნობილია, რომ პრეზიდენტის მოხსენებას ბოიკოტის გამო არ დაესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. სხდომაზე დასწრებას ბოიკოტი გამოუცხადეს ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრებმაც. მათი თქმით, რეგლამენტი დისკუსიას არ ითვალისწინებს და მოხსენებას მეტწილად ფორმალური სახე აქვს.