აბაშიძე: ამ ეტაპზე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი არ განიხილება
საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის მიერ შელახულია, ორ მხარეს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის განხილვა არ შეიძლება:
"ჩვენი ფორმულა ასეთია, რომ სანამ დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, შელახულია, შელახულია ჩვენი სუვერენიტეტი, ეს საკითხი ვერ განიხილება. მაგრამ თუკი ძალიან სერიოზული პროგრესი მოხდება, თვისებრივი წინსვლა მნიშვნელოვან საკითხებთან, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, მაშინ რაღაც ეტაპზე შეიძლება, ეს არის სავარაუდო, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს. მაგრამ დღეს ეს ვერ მოხდება".
პრეზიდენტის მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე კი ამბობს, რომ თუკი ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს შეეგუება, ძალიან ცდება:
"თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლება ან ქართველი ხალხი ოდესმე შეეგუება იმ ნაბიჯებს, რომელიც, მაგალითად გადაიდგა გუშინ, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმ მცოცავი ოკუპაციის და ფარული ანექსიის, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე... თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ ამას შევეგუებით, ძალიან ცდება".
გრიგორი კარასინმა 2 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზად ჯერ არ არის. მან ასევე განმარტა, რომ ერთმნიშვნელოვანი შეფასების გაკეთება ამ საკითხზე შეუძლებელია.
უფრო ვრცლად აბაშიძე-კარასიის ფორმატზე შეგიძლიათ იხილოთ აქ:
რატომ არის აბაშიძე-კარასინის ფორმატის არსებობის საჭიროება ბუნდოვანი
-
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები