ირანში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, 54 ათასი პატიმარი დროებით ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გათავისუფლებულებს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდათ და ვირუსი არ აღმოაჩნდათ.

პატიმრობიდან ისეთი მსჯავრდებულები გათავისუფლდნენ, რომელთაც 5 წელზე ნაკლები ვადით ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა მისჯილი. ასევე, ყველა პატიმარმა გათავისუფლებამდე გირაო გადაიხადა.

ბრიტანეთში ასევე იმედოვნებენ, რომ გათავისუფლებულ პატიმართა შორის მოხვდება ირანული წარმოშობის ბრიტანელი ჟურნალისტი ქალი, ნაზანინ საღანარი-რეტკლიფი, რომელიც ირანის ციხეში, ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, 2016 წლიდან იმყოფება.

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 2 336 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილი კი — 77.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი დაუდგინდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვიცე-პრეზიდენტს ქალებისა და საოჯახო საკითხებში და ირანის პარლამენტის 23 დეპუტატს. გარდაცლილთა შორის კი არის ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი.