ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ცხრა წლის ბავშვი ჩავარდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.