დედამიწაზე 117 მილიონი ტბაა. როგორ უნდა ამოარჩიო მათ შორის 10 ყველაზე ლამაზი? ძირითადად, სუბიექტურად და ასევე, ინტერნეტში გამოხმაურებების მიხედვით. თითოეული ეს ტბა იმდენად შთამბეჭდავია, რომ შეიძლება ფოტოს გადაღებაც კი გადაგავიწყდეთ.

1. კრატერის ტბა, ორეგონი

ამერიკის ყველაზე ღრმა ტბა ამავე დროს ყველაზე პოპულარულიცაა. თვალისმომჭრელად ლურჯი წყალი აქ მას შემდეგ დაგუბდა, რაც 6 000 წლის წინ მთა მაზამადან ლავამ ამოხეთქა, რის შედეგადაც უზარმაზარი ღრმული დარჩა.

2. მკვდარი ზღვა, იორდანია

მკვდარი ზღვა, რომელსაც ყველა იცნობს, როგორც ადგილს, სადაც ვერ ჩაიძირები, ყველაზე უცნაური ტბაა დედამიწაზე. ის თავის დროზე დედამიწის ტექტონიკური ფილების ერთმანეთისგან დაშორების შედეგად შეიქმნა. ტბა საოცარი სისწრაფით მცირდება. ასე რომ, იქამდე უნდა მოასწროთ მისი ნახვა, სანამ ჯერ კიდევ არსებობს.

3. კომოს ტბა, იტალია

კომოს ტბა მყინვარული წარმოშოვის ტბაა და 400 მეტრი სიღრმით, ევროპის ერთ-ერტ ყველაზე ღრმა ტბას წარმოადგენს. კომოს ტბა ჯერ კიდევ რომაული ხანიდან პოპულარული თავშესაფარი იყო არისტოკრატებისათვის, დღეისთვის კი ტურისტების საყვარელი დანიშნულების ადგილია.

4. ლაგუნა კოლორადა, ბოლივია

ბოლოვიაში მდებარე წითელი ლაგუნას დანახვისას შეიძლება დაგავიწყდეთ, რომ დედამიწაზე ხართ. ეს სანახაობა სპეციფიკური ფერის წყალმცენარეების დამსახურებაა. რა თქმა უნდა, ფლამინგოებზეც უნდა ვისაუბროთ, რომლებიც არაჩვეულებრივად ეხამებიან გარემოს.

5. ბლედი, სლოვენია

სლოვენია ტურისტებით დიდად არაა განებივრებული, რაც დასანანია, რადგან ბევრგან ვერ ნახავთ ტბაში აღმართულ გოთიკურ ეკლესიას, რომელიც 1400-იანი წლებიდან მოყოლებული გადაჰყურებს კობალტისფერ წყალს. აქაურობა იმდენად მშვიდია, რომ შეიძლება ჩურჩულით დაიწყოთ ლაპარაკი.

6. პლიტვიცეს ტბები, ხორვატია

წარმოიდგინეთ 16 ულამაზესი ჩანჩქერი, რომელიც ერთმანეთთან ხის ბილიკებითაა დაკავშირებული და დროდადრო ზურმუხტისფერ ტბებს ქმნის. სწორედ ეს სანახაობა დაგხვდებათ ხორვატიის უძველეს ეროვნულ პარკში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

7. მორეინის ტბა, კანადა

ეს უმშვენიერესი მოცისფრო-მოლურჯო ტბა და მისი მიმდებარე მწვერვალები კანადურ დოლარზეა გამოსახული.

8. პიჩოლას ტბა, ინდოეთი

ქალაქ უდაიპურს აღმოსავლეთის ვენეციას უწოდებენ და იმისთვის, რომ მიხვდეთ, ეს რას ნიშნავს, აუცილებლად უნდა ნახოთ პიჩოლას ტბა. ტბა ხელოვნურია და ის 1362 წელს შექმნეს, რათა ხორბალი მარტივად გადაეტანათ ქალაქის ერთი წერტილიდან მეორეში.

9. ვაკატიპუ, ახალი ზელანდია

ქუინსთაუნი მსოფლიოს ადრენალინის დედაქალაქია: ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბანჯით ხტუნვისთვის, პარაგლაიდინგისთვის და პარაშუტით ხტომისთვის, თუმცა, თუ ექსტრემალური შეგრძნებები არ მოგწონთ, შეგიძლიათ უბრალოდ ვაკატიპუს ნაპირზე მოკალათდეთ და ამ მშვენიერ ბუნებაში ჩაიძიროთ.

10. ტაჰო, აშშ

ტაჰო ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ალპური ტბაა. აშშ-ის ტბებს შორის ტაჰო მაქსიმალური სიღრმით მეორე ადგილზეა. აქ მზე 274 დღის განმავლობაში ანათებს. ტაჰოს ტბა ძალიან დიდი და წყალუხვია. მასში არსებული წყალი საკმარისია იმისთვის, რომ აშშ-ში მცხოვრები თითოეული ადამიანი 5 წლის განმავლობაში ყოველდღე 200 ლიტრი წყლით მოამარაგო.