საქართველო ერთადერთი ქვეყანა ნამდვილად არაა, სადაც ადამიანების პირველი რეაქცია საფრთხის დროს პროდუქტების მომარაგებაა.

BBC-ის ვიდეოში ჩანს, რომ ავსტრალიურ სუპერმარკეტებში თაროები დაცარიელებულია. ტუალეტის ქაღალდი, ხელის სადეზინფექციო სითხე და პირბადეები დეფიციტშია.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, შეწყვიტონ პანიკით გამოწვეული შოპინგი და არწმუნებს, რომ წინასწარ მომარაგების საჭიროება არ არსებობს.

ამ მომენტისათვის ავსტრალიაში Covid-19-ის 30 შემთხვევაა დაფიქსირებული.