მას შემდეგ, რაც პედრო ალმოდოვარის ფილმ Pain and Glory-ში შესრულებული როლით ანტონიო ბანდერასმა ოსკარის პირველი ნომინაცია მიიღო, ის კომპანია Sony-ის მიერ წარმოებულ ახალ ბლოკბასტერში მიიღებს მონაწილეობას.

Uncharted — ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომელსაც ამავე სახელწოდების ცნობილი სათავგადასავლო თამაშის მიხედვით იღებენ. თამაშის სიუჟეტური ხაზი განძთა მაძიებლების ფათერაკებით სავსე თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს, შესაბამისად, ფილმშიც სწორედ მსგავსად დაძაბული და შთამბეჭდავი ისტორიის გაცოცხლებას უნდა ველოდოთ.

ანტონიო ბანდერასთან ერთად ახალ პროექტში ვიხილავთ ადამიანი-ობობას ყველასათვის კარგად ნაცნობ როლის შემსრულებელს — ტომ ჰოლანდსაც, რომელიც, სავარაუდოდ, მთავარი გმირის როლში მოგვევლინება.

ასევე ცნობილია სამსახიობო გუნდის კიდევ რამდენიმე წევრი: მარკ უოლბერგი, სოფია ალი და ტატი გაბრიელე. ფილმს Venom-ის რეჟისორი, რუბენ ფლაიშერი გადაიღებს.

Uncharted-ის გადაღებები მალე დაიწყება, მისი პრემიერა კი 2021 წლის 5 მარტსაა დაგეგმილი.