ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კორონავირუსის არიდების მიზეზით, ე.წ. საზღვარს 60 ქვეყნისთვის ხურავს. მათივე გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების შეზღუდვები რუსეთს არ ეხება.

დე ფაქტო ხელისუფლების ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, "დროებითი შეზღუდვა" შეეხება: ავსტრალიას, ავსტრიას, დიდ ბრიტანეთს, ბრაზილიას, გერმანიას, ესპანეთს და ათეულობით სხვა ქვეყანას. სიაში არ მოხვედრილა სირიაც, რომელთანაც ბოლო წლებია საოკუპაციო რეჟიმი "დიპლომატიურ ურთიერთობებს" ამყარებს.

რაც შეეხება ე.წ. გამშვებ პუნქტებს, რომლითაც ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიოდა, ისინი 5 დღის წინ ჩაკეტეს.

საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. შესასვლელები მას შემდეგ ჰქონდა ჩაკეტილი, რაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ წნელისში საგუშაგოს მშენებლობა დაიწყო. ხუთთვიანი იზოლაციის შემდეგ, მათ მხოლოდ ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობას მისცეს ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტიდან გასვლისა და პენსიის აღების უფლება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსლვა მათ ორ თვეში ერთხელ შეეძლოთ, თუმცა ახლა ესეც შეეზღუდათ.

გაიგეთ მეტი: