ექსპრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ციხიდან იმაზე უფრო წყნარი გამოვიდა, ვიდრე მანამდე იყო. მისი თქმით, გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ მერაბიშვილი არავიზე არ არის გაბრაზებული.

"ივანიშვილი რომ ივანიშვილია, იმაზეც არ არის გაბრაზებული", — განაცხადა მან ონლაინჩართვაზე, რომლითაც მისი შტაბის წევრებს მიმართა.

მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილმა ციხე დატოვა, გაჩნდა არაერთი კითხვა იმაზე, დატოვებდა თუ არა ის თანაგუნდელების ნაწილის მსგავსად ნაციონალურ მოძრაობას და ექნებოდა, თუ არა ურთიერთობა ექსპრეზიდენტთან. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი მისი საუკეთესო მეგობარია და მის სანახავად უკრაინაში ჩავა. რაც შეეხება პარტიას, მას ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის შეუერთდება.

კითხვაზე, ეწყინა თუ არა მას ის ფაქტი, რომ სააკაშვილმა პოლიტიკური ტაიმაუტი და მსოფლიოს შეცნობა ურჩია, მერაბიშვილი პასუხობს: "ჩვენ მეგობრები ვართ და მოვგვარდებით ერთმანეთში. ჩვენ აზრებს თავისუფლად ვუზიარებთ ერთანეთს".

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ციხე 20 თებერვალს დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს და გააგრძელებს ბრძოლას, რომმეს რეჟიმი წელსვე ჩამოშორდეს საქართველოს.