მარტის დღესასწაულები ყველას განსაკუთრებულ თავსატეხს გვიჩენს. რა ვაჩუქო? რა გაუხარდება? ისევ ყვავილები და შოკოლადი? — ამ კითხვებით მაღაზიიდან მაღაზიაში ვინაცვლებთ და კიდევ უფრო ვიბნევით. სინამდვილეში, საჩუქრის არჩევა მარტივია, თუკი იფიქრებთ, რომ მისი საშუალებით თქვენ ადრესატს ესაუბრებით.

ამ სტატიაში მოგითხრობთ მინისოს ნივთებზე, რომლებიც ყველა გემოვნების ადამიანს მოეწონება და რაც მთავარია, თქვენს სათქმელს იდეალურად გამოხატავს.

1. პატარა სარკე, რომელიც ეტყვის, რომ ყველაზე ლამაზია

ფოტო: Miniso

ამ სარკის კომპაქტური ზომის გამო, თქვენი საყვარელი ადამიანი მას ყოველთვის თან ატარებს და როცა მის გვერდით არ იქნებით, შეახსენებს, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზია.

შეიძინე მინისოში 6,95 ლარად

2. უსადენო ყურსასმენები იმ ადამიანისათვის, რომელსაც მუსიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია

ფოტო: Miniso

კოხტა და პრაქტიკულ დიზაინთან ერთად, ხმაც ძალიან კარგი აქვს.

შეიძინე მინისოში 28,95 ლარად

3. ეკოლოგიურად სუფთა ნაჭრის ჩანთა, რომელიც შეახსენებს, რომ ბუნებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია

ფოტო: Mini

ასეთი საყვარელი ქართლის დედა გინახავთ ოდესმე?

შეიძინე მინისოში 13,95 ლარად

4. ფუნჯები, რომლებიც უბიძგებს, რომ Youtube-ზე ნანახი ყველა ტუტორიალი მოსინჯოს

ფოტო: Mini

მაკიაჟის გაკეთება ცალკე ხელოვნებაა. ამ ფუნჯებით კი ყველა დეტალზე მუშაობააა შესაძლებელი.

შეიძინე მინისოში 9,95 ლარად

5. დეკორატიული ნათურები, რომლებიც პირდაპირი გაგებით, სინათლეს შეიტანენ თქვენთვის ძვირფასი ადამიანის ცხოვრებაში

შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ყოველ ანთებაზე გაახსენდებით.

შეიძინე მინისოში 13.95 ლარად

6. ტანის ლოსიონი, რომელიც აჩვენებს, რომ მასზე ზრუნავთ

ფოტო: Minis

ზოგჯერ კარგი ლოსიონიც საკმარისია, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნოთ და კანი მუდმივად დატენიანებული გვქონდეს.

შეიძინე მინისოში 13,95 ლარად

7. Bluetooth ხმის გამაძლიერებელი, რომელიც მთელ ოთახს მუსიკით აავსებს

ფოტო: Miniso

ფლეილისტის შედგენა, ალბათ, არ გაგიჭირდება — სიყვარულზე სიმღერა მოსაბეზრებელი არასდროსაა.

შეიძინე მინისოში 42,95 ლარად

8. ფუმფულა დათვი, რომელსაც იმდენჯერ ჩაეხუტება, რომ შეიძლება იეჭვიანოთ

ფოტო: Miniso

ფუმფულა სათამაშოების სიყვარულს ასაკი არ აქვს. თან უნდა ვაღიაროთ, რომ თეთრი დათვი ჩვენი ფავორიტია.

შეიძინე მინისოში 13,95 ლარად

9. შუშის ბოთლი ვარდისფერი პანტერას დიზაინით, რომელიც შეახსენებს, წყალი ხშირად დალიოს

ფოტო: Miniso

უნდა ვაღიაროთ, რომ წყლის დალევა ხშირად გვავიწყდება. ეს ბოთლი კი ამის საშუალებას აღარ მოგვცემს. რაც მთავარია, ბუნებას არ დააზიანებს და ნამდვილ პანტერებს გარემოს არ დავუბინძურებთ.

შეიძინე მინისოში 9,95 ლარად

10. მასაჟორი, რომელიც სტრესულ დღეს დაავიწყებს

ფოტო: Mini

ეს მასაჟორი მასაჟის გარეშეც კი ხსნის სტრესს გრიზლის გამომეტყველების გამო.

შეიძინე მინისოში 9,95 ლარად

11. კოსმეტიკის ჩანთა, რომელიც ყველაფერს დაიტევს, რაც დღის კარგი დასაწყისისთვისაა საჭირო

ფოტო: Miniso

ეს საყვარელი სათავსო ჩანთაში მიმოფანტულ პომადებსა და თვალის ფანქრებს თავის ადგილს მიუჩენს.

შეიძინე მინისოში 6,95 ლარად

12. ზურგჩანთა, რომელიც თქვენი საერთო მოგზაურობებისას გამოადგება

გარდა იმისა, რომ დახვეწილი დიზაინი აქვს, ტევადი და გამძლეცაა.

შეიძინე მინისოში 28.95 ლარად

მინისოში განსაკუთრებული შეთავაზებებია: მინისო კოკეში ბარათის მფლობელებს სრულ კოლექციაზე 25% ფასდაკლებას სთავაზობს 3-დან 8 მარტის ჩათვლით. 30 ლარიან შენაძენზე კი სასაჩუქრე შეფუთვას და კოკეშის GirlPower სტიკერებსაც გადმოგცემთ. მათ ვისაც, საყიდლების დრო არ აქვს, miniso.ge-ზეც შეგიძლიათ ისარგებლოთ 25% ფასდაკლებით და რაც მთავარია, უფასო მიტანის სერვისითაც.