სირიაში მიმდინარე მოვლენების განხილვისთვის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 5 მარტს მოსკოვში ერთმანეთს შეხვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული ბიურო ავრცელებს.

ერდოღანმა უკვე განაცხადა, რომ პუტინთან მოლაპარაკებების შედეგად იმედი აქვს, რომ სირიის პროვინცია იდლიბში ცეცხლი შეწყდება. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქ პარტნიორებთან თანამშრომლობას, თუმცა პუტინის პოზიცია შეუცვლელი იქნება.

სირიაში კონფლიქტი უკვე ცხრა წელია მიმდინარეობს. რუსეთი სახელისუფლებო ძალები მხარს უჭერს სამთავრობო ძალებს მაშინ, როცა თურქეთი ოპოზიციური ძალების ნაწილის მხარდამჭერია. ბოლო რამდენიმე დღეში იდლიბში საბრძოლო მოქმედებები განახლდა.

თებერვლის მონაცემებით, ბოლო რამდენიმე დღეში იდლიბში 50 თურქი მეომარი გარდაიცვალა. თურქეთი კი აცხადებს, რომ საპასუხო იერიშის შედეგად ასადის არმიის ასობით ჯარისკაცი მოკლეს.