წიგნის მაღაზიაში ყოფნისას ერთხელ მაინც შეამჩნევდი საბავშვო განყოფილებას. პრიალა ყდებზე გამოსახული პატარა საყვარელი ცხოველები და თეთრკანიანი გოგოები დამთვალიერებლის ყურადღებას მაშინვე იპყრობს, თუმცა, მათზე თითქმის არასდროს პოზირებენ ჭარბწონიანი ბავშვები.

დღეს მრავალფეროვანი იდეების წარდგენაში მსოფლიო წინ მიიწევს, მაგრამ ბავშვების მიერ სხეულის პოზიტიურად აღქმაზე მცდელობები თითქმის არასდროსაა საკმარისი. ცხრა თვის წინ ატლანტელმა ბლოგერებმა ადი მეშკემ და ქეით ქრენშოუმ გადაწყვიტეს რომ ეს დანაკლისი გამოესწორებინათ.

ფოტო: East 26th Publishing / თარგმანი: On.ge

ორივე ქალი სოციალურ მედიაში სხეულის პოზიტიურობაზე მესიჯის გავრცელებაზე ზრუნავს. ისინი დედებიც არიან, რომლებმაც ონლაინ და რეალურ ცხოვრებაში მიღებული ბულინგის შემდეგ, გადაწყვიტეს რომ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით წიგნი გამოეცათ. მისი საშუალებით ბავშვები საკუთარი სხეულის სიყვარულს ისწავლიან.

წიგნი სახელად Her body Can (მის სხეულს შეუძლია) 18 თებერვალს გამოვიდა და მისი შეძენა ამაზონზე 12,73 დოლარად შეგიძლიათ.

წიგნი გათვლილია 8 წლის, ან უფრო პატარა ასაკის ბავშვებისთვის. სტატისტიკის მიხედვით, 13 წელს მიღწეული გოგოების 53% საკუთარი სხეულით უკმაყოფილოა, მერვე კლასელების ნახევარს კი საკუთარი წონა აწუხებს. ავტორების განმარტებით, ამიტომაცაა მნიშნველოვანი, რომ საკუთარი სხეულის სიყვარული მათ პატარაობიდანვე ჩაუნერგონ.